Chủ Nhật, 28 tháng 6, 2015

ტრეინინგის მეეცხრე დღე.
დავასრულეთ სასწავლო პროექტზე მუშაობა, მოვამზადეთ მასალა პრეზენტაციისათვის, ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პორთფოლიო,განვათავსეთ ბლოგზე, კურსის მეშვეობით მიღებული ახალი ცოდნიდან სწავლის პროცესზე ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავება,მასალის მოძიების  უნარ-ჩვევები, და ა.შ.ტრეინინგზე მიღებული ცოდნა გამომადგება სასწავლო პროექტის ეფექტურად დაგეგმვაში. დავგეგმავ მომავალ პროექტებს, რაც მეტ ხალის შესძენს სასწავლო პროცესს,როგორც მოსწავლეებისთვის ასევე ჩემთვის.ცვლილებებს შევიტან გაკვეთილის დაგეგმვაში.მივაქცევ ყურადღებას შეფასების კრიტერიუმებს.მადლობა მინდა გადაუხადო მასწავლებელთა ეროვნულ ჯგუფს,რომ ზრუნავენ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე .  აგრეთვე დიდი მ ა დ ლ ო ბ ა ქალბატონ დიანას ტრეინინგის საინტერესოდ და კარგად ჩატარებისთვის. ძ ა ლ ი ა ნ   დ ი დ ი  მ ა დ ლ ო ბ ა  ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ო   დ ი ა ნ ა  მ ი ქ ა ძ ე.
ტრეინინგის მერვე  დღე.
დღეს ვიმუშავეთ და გავაანალიზეთ  მეშვიდე მოდულის პროგრამა. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ თუ რა არის ფასილიტაცია რას ნიშნავს ფასილიტატორი მასწავლებელი.მოვახდინეთ ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია, მივიღეთ უკუკავშირი.შევასწორეთ შეცდომები. გული მწყდება ასე მალე რომ დამთავრდა ეს ცხრა მოდული ასეთი  კარგი და ენერგიული ტრენერი არ გვყოლია.მადლობა ინტელის ჯგუფს ასეთი კარგი ტრენერისთვის.
ტრეინინგის მეშვიდე დღე.გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციას მივიღე კოლეგებისგან უკუკავშირი, მოვახდინეთ ზოგიერთი დეტალის შეცვლა,და დავეწა. გავეცანიღ შეფასების რუბლიკების ნიმუშებს როგორც მასწავლებლისა ასევე მოსწავლისას. შევიმუშავეთ ჩვენი პროექტისთვის გამოსადეგი და შესაბამისი რუბლიკა.გავეცანით სპეციალური შესაძლებლობების ბავშვებთან მუშაობის პრინციპებს, ვიმუშავეთ მოდულ ექვსზე.დღე იყო საინტერესო.მადლობა ქალ.დიანას ასეთი გულთბილი და საინტერესო მეცადინეობის ჩატარებისთვის.ავტვირთვეთ მოსწავლის ნაშრომი.


ტრეინინგის მეექვსე დღე.
მეექვსე დღე იყო საინტერესო.გავიმეორეთ საავტორო უფლებები.ვისაუბრეთ როგორ გამოვიყენოთ  ინტერნეტი პროექტის გასაკეთებლად.ვისაუბრეთ რატომ უნდა გააკეთოს მოსწავლემ სავარაუდო ნაშრომი.ეს დღე  იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩემთვის.



ტრეინინგის მეხუთე დღე.
გავეცანით საავტორო უფლებების გამოყენებას. რამდენად დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ სხვისი ნაშრომიდან დეტალის ამოღებას.ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ვორდში,რაც აუცილებლად გამოგვადგება მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებისას.ინტერნეტის გამოყენება სასწავლო პროცეში. ვნახეთ ნიმუშები. დღევანდელი დღე იყო საინტერესო.